წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირა ძირკვაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულშია.
ახალგაზრდა მასწავლებელი უკვე მეხუთე წელია სოფელ გუმბათში ქართულ ენასა და ლიტერატურას და ინგლისურ ენას ასწავლის.
“ოთხი საათით გვიან გავიგე, რომ ათეულის წევრი გავხდი და მგონია, რომ ბედნიერების 240 წუთი დავკარგე. უსაზღვროდ გახარებული და ბედნიერი ვარ. ყველა კომენტარსა და შეტყობინებას გულანთებული ვკითხულობ.
საუკეთესო ათეულში მოხვედრა ჩემთვის ნიშნავს, ერთი მხრივ, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და, მეორე მხრივ, თავდაჯერებულობას, რომ სწორი გზით მივდივარ. ძალიან მნიშვნელოვანია, დაგიფასდეს ის, რასაც აკეთებ. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ სწორედ ამას აკეთებს, გვაძლევს მოტივაციას და აღიარებს ჩვენს გაწუელ ძალისხმევას.”- წერს ირა ზირკვაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსთვის.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.