მასწავლებლებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

 მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან, 22 ივნისის 10:00 საათიდანაა შესაძლებელი.
  გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ბარათზე მოცემულია ინფორმაცია საგამოცდო ცენტრის მისამართის, თითოეული გამოცდის თარიღის, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დროისა და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესახებ.
  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.
 ცენტრი აგრეთვე სთხოვს ყველა მონაწილეს, ყურადღებით გაეცნოს ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინოს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვება.