ბოლნისის საკრებულოს სხდომა გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილა. სხდომას საკრებულოს თვმჯდომარის მოადგილე, ნონა რეხვიაშვილი უძღვებოდა.

სხდომაზე განხილული საკითხი ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების დაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ, დადგენილებაში ცვლილების შეტანას ეხებოდა.
კერძოდ, სამედიცინო უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობის უფლება, მიეცეთ სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000 -ს და ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში, გარდა იმ ოჯახებისა, რომელთაც ჰყავთ 16 წლამდე ასაკის წევრი და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 130 000. ხოლო ონკოლოგიური ბენეფიციარების დიაგნოსტიკური კვლევა განისაზღვროს, 500 ლარის ნაცვლად – 1000 ლარის ოდენობით.