როდის ექნება თვითმონიტორინგის სისტემა რუსთავში არსებულ საწარმოებს – სამოქალაქო მოძრაობა “გავიგუდეთ” საწარმოების მიერ ფილტრაციისა და მონიტორინგის სისტემების დამონტაჟების გეგმა-გრაფიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მოძრაობას ინფორმაცია გარემოს დაცვის სამინისტრომ მიაწოდა.
“სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ მიერ 5 ივნისს გამართული აქციის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა გეგმა-გრაფიკი, რომელიც სამინისტროს საწარმოებთან შეთანხმებით უნდა გამოეგზავნა 20 ივნისამდე.
დღეს, სამინისტროსგან მივიღეთ წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ „ჰაერდაცვითი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდების მიზნით“ სამინისტრომ 25 საწარმოს მიმართა რუსთავში, თუმცა, ამჟამად წერილზე პასუხი გაცემული აქვს მხოლოდ 11 საწარმოს
წერილში აღნიშნულია ისიც, რომ უახლოეს დღეებში, იგეგმება სამინისტროსა და ქ.რუსთავში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც გათვალისწინებულია ჩვენი წარმომადგენლობითობაც.
ერთადერთი საწარმო, რომელიც ამჟამად ასრულებს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ვალდებულებას გახლავთ შპს „ემენ ქემიკალ ჯორჯია“, რომელსაც გარდა თვითმონიტორინგის სისტემისა აქვს მაღალეფექტური ფილტრები.”- წერია “გავიგუდეს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რომელ საწარმოებში რა ეტაპზეა სისტემების მონტაჟი ვრცლად ნახეთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.