რუსთავის საკრებულო “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დატოვა. გიორგი ბერაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკრებულომ დღეს იმსჯელა და საკითხი დადებითად გადაწყვიტა. დეპუტატმა საკრებულო პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს , დამტკიცდა XVIII მიკრორაიონში, ყაზბეგისა და თბილისის ქუჩებზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და გეგმის პროექტი, ასევე XV მიკრორაიონის ტერიტორიაზე და დავით გარეჯის N30ა-ში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და გეგმა.
დეპუტატებმა დაამტკიცეს მეშვიდე მოწვევის საკრებულოს კვარტალური გეგმა, რომლის საფუძველს, საკრებულოში მოქმედი კომისიების სამუშაო გეგმა წარმოადგენს.