ავტობუსების მომსახურების საათები ზოგიერთ მარშრუტზე გახანგრძლივდა

ავტობუსების მომსახურების საათები ზოგიერთ მარშრუტზე გახანგრძლივდა.

რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ცნობით,  მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, 5 ივნისიდან, მუნიციპალური ავტობუსები N1, N2, N3 და N 7 მარშრუტებზე, მგზავრებს 23:00 საათამდე მოემსახურებიან . როგორც სამსახურში აცხადებენ, გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით მიიღო.

Მათივე ცნობით, გრაფიკის ერთი საათით გახანგრძლივება ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მოხდა და სამომავლოდ შესაძლოა კიდევ უფრო კომფორტული გრაფიკით შეიცვალოს.