საყოველთაო რეგისტრაცია: ბაგა-ბაღების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება, სააღმზრდელო დაწესებულებებში საყოველთაო რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაში წერია, გაერთიანება წელს 2 390 აღსაზრდელს მიიღებს ბაღში.

“23 ივნისს რეგისტრაცია წარიმართება შემდეგი სქემით:
ა) 10 საათიდან 2-3 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (დაბადებული ბავშვები: 01.10.2019 წლიდან-30.09.2020 წლის ჩათვლით);
ბ) 11 საათიდან 3-4 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (დაბადებული ბავშვები: 01.10.2018 წლიდან-30.09.2019 წლის ჩათვლით);
გ) 12 საათიდან 4-5 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (დაბადებული ბავშვები: 01.10.2017 წლიდან-30.09.2018 წლის ჩათვლით);
დ) 13 საათიდან 5-6 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (დაბადებული ბავშვები: 01.10.2016 წლიდან-30.09.2017 წლის ჩათვლით);

სარეგისტრაციო საიტი www.rustavikids.ge ჩაირთვება უშუალოდ რეგისტრაციის წინ.
დარეგისტრირებული აღსაზრდელის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, არაუგვიანეს 2022 წლის 8 ივლისს შესაბამის ფილიალში უნდა წარადგინოს ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია.
ფილიალში ჩარიცხვისთვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტაცია:
1. ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი)
2. ორი ფოტოსურათი (3×4)
3. ცნობა ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ, გაცემული იუსტიციის სამინისტროს სსიპ “სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს” ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. (საინფორმაციო ბარათი)
4. ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).

მიმდინარე მასშაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რეგისტრაცია არ წარიმართება N1 ფილიალში.

ბაგა ბაღების გაერთიანების ცხელი ხაზი:
(0341) 241130
(0341) 220076″- წერია ინფორმაციაში.