გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელი თელეთის მცხოვრებლები დღეს “თელეთობას” აღნიშნავენ.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, ქართულ ჭიდაობაში გამართულ შეჯიბრს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„თელეთობის“ სახალხო დღესასწაული, ტრადიციულად ამაღლების საუფლო დღესასწაულზე ყოველ წლიურად იმართება.