დასაქმების ფორუმი რუსთავში – აჭარა ჯგუფი ხვალ, 11 ივნისს, რუსთავში „რუსთავის პარკში“ დასაქმების ფორუმს გამართავს.
ფორუმი 12:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიების ფარგლებში, დასაქმების მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ აჭარა ჯგუფში შემავალი დაწესებულებების – “Holiday Inn Tbilisi”, “Rooms Hotel Kazbegi”, “Rooms Hotel Tbilisi”, “Stamba Hotel”, “Fabrika”, “Rooms Hotel Kokhta”, “Lolita”, და Shukura”-ს – მომსახურების სფეროს ვაკანსიებს და გაესაუბრონ კომპანიის წარმომადგენლებს. რუსთაველებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია სხვადასვა სფეროში დასაქმების შესაძლებლობის შესახებ:
- მიმტანი, მიმტანის დამხმარე
- მიქსოლოგი, მიქსოლოგის დამხმარე
- ჰოსთესი
მზარეული - რეგისტრატორი
- დასუფთავების თანამშრომელი
- სამზარეულოს დასუფთავების თანამშრომელი
ღონისძიება ერთდღიანია და 18:00 საათამდე გაგრძელდება.
აჭარა ჯგუფის დასაქმების ფორუმი რეგულარულურად იმართება, რაც კიდევ უფრო ზრდის სამუშაო ადგილების რაოდენობას და აძლიერებს საქართველოს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის შესაძლებლობებს.









