კოოპერატივი რუსთავი 17-ის წევრები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ

კოოპერატივი რუსთავი 17-ის წევრები დღეს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეიკრიბნენ და ქალაქის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

როგორც კოოპერატივის წევრები აცხადებენ, ისინი დაუსრულებელი ბინათმშენებლობის ვალით დაზარალებულები არიან და 30 წელია ითხოვენ ზარალის ანაზღაურებას.

მათი თქმით, საკითხზე ყველა შესაბამის უწყებებს მიმართეს, მათ შორის წლების განმავლობაში საქმის კურსში იყო ადგილობრივი თვითმმართველობა, თუმცა მათ საკითხზე რეაგირება არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არ მომხდარა.

კოოპერატივის წარმომადგენლები მერიაში ადმინისტრაციის უფროსს მიხეილ მუზაშვილს გაესაუბრნენ.

როგორც TV4-ს რუსთავის მერიაში განუცხადეს შეხვედრა კოოპერატივი 17 -ის წევრებთან ორშაბათს იყო ჩანიშნული.

კოოპერატივის წარმომადგენლებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ორშაბათს ჩაინიშნა დაიგეგმა.