კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს. ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ივნისს 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ლეჟბადინი, ქურთლიარი, კესალო, კირაჩ-მუღანლო და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მთის ძირი, კრწანისი, თელეთი და მიმდებარე სოფლებში; 19 ივნისს 09:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ლეჟბადინი, ქურთლიარი, კესალო, კირაჩ-მუღანლო და მიმდებარე სოფლებში; 20 ივნისს 07:00-დან 08:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში აზიზკენდი, თაზაქენდი, კულარი, ალგეთი, ლეჟბადინი, ბაიდარი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ჭაპალა, რაჭის უბანი, მწყნეთი, ბალიჭი, ნახიდური და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კრწანისი, ფონიალა, მთის ძირი, წალასყური და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს დმანისში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.