დღეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ადმინისტრაციაში GWP-,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“- გენერალურ დირექტორთან შეხვედრა გაიმართა

შეხვედრას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერ ნინო ლაცაბიძესთან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერ დავით კარგარეთელთან ერთად ესწრებოდა

სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და პრობლემების აღმოფხვრა იყო