14 ივნისს ჯანსულ კახიძის სახელობის მეოთხე სამუსიკო სკოლის კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ჯ. კახიძის სახელობის მეოთხე სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
ადგილზე ქალაქური მელოდიები და ჯაზ-კომპოზიციები წარადგინეს.
კონცერტი ლეონიძის სკვერში, ღია ცის ქვეშ გაიმართა.