სპეცოპერაცია რუსთავში – დაკავებულია რუსთავის მერიის მიერ დაფუძნებული შპს-ს თანამშრომელი

სპეცოპერაცია თოდრიის ქუჩაზე – დაკავებული რუსთავის მერიის მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი შპს-ს თანამშრომელია.  საქმე ფინანსურ დანაშაულს ეხება.

დამნაშავე სავარაუდოდ 40 წლამდე მამაკაცია, რომლის აყვანა ქუჩიდან მოხდა.

საკითხთან დაკავშირებით რუსთავის მერია  სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. განცხადებიდან ვკითხულობთ, რომ  რუსთავის მერია საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე  სამართლებრივ შეფასებას ვერ გააკეთებს.

“გავრცელებული ინფორმაციით, მერიის მიერ დაფუძნებული ერთ- ერთი შპს-ს თანამშრომლის სავარაუდო სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებების მხრიდან საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე სამართლებრივ შეფასებას ვერ გავაკეთებთ.

თუმცა, არავის ეპატიება უკანონობა და გადაცდომა საჯარო სამსახურში.

ნებისმიერი სამართლებრივი ნორმის დარღვევების შემთხვევაში ვიქნებით უკიდურესად მკაცრები და ეს მიდგომა იქნება თითოეული თანამშრომლის მიმართ თანაბარი. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან. – წერია რუსთავის მერიის განცხადებაში