“წითელი ჯვრის” ამცრელ პუნქტში დღიურად დაახლოებით ხუთამდე ადამიანი იცრება.
ამის შესახებ, TV4-თან ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაციის “წითელი ჯვრის”, ქვემო ქართლის წარმომადგენელი შორენა წიკლაური საუბრობს. მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესი შეფერხებულია და დღიურად რამდენიმე ადამიანი იცრება.
იმუნიზაციის მსურველთა სიმცირის გამო “წითელი ჯვრის” პუნქტი იმუშავებს ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს.
გარდა ამისა, ქვემო ქართლში იმუშავებს “წითელი ჯვრის” მობილური ამცრელი ბრიგადები.