გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი სამხედროები უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ. ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
გავრცელებული ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების უკანონო სამუშაოები სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობს.
სუს-ის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი.