„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.
მათივე ცნობით, 23 ივნისს 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში ბათუმის, რუსთაველის, მაიაკოვსკის, ჭავჭავაძის, კოსტავას, 9 მაისის, მეტალურგების, ქაშაკაშვილის, ასლანიკაშვილის, ქაშაკაშვილის, სააკაძის ქუჩებზე.
12:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს ქ. თეთრწყაროში თეთრიწყაროში რუსთაველის, კოსტავას, თამარ მეფის, მარაბდის, ჭავჭავაძის, 26 მაისის, კეცხოველის, ალგეთის, 9 აპრილის, დიდგორის, ტყის, გარისის ქუჩებზე.
11:40-დან 15:40 საათამდე – აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სიონის უბანი, სართიჭალა, მუღანლო, სამგორი, ახალსოფელი.
09:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების მარნეულის იალღუჯის დასახლება, ლეჟბადინი, ქურთლიარი, ქესალო, კირაჩ-მუღანლო, კაპანახჩის ტერიტორიაზე.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.