გარდაბანში სასწავლო-კვლევით კონფერენციაში გამარჯვებულები დააჯილდოეს

გარდაბანში მოსწავლეთა ეროვნული სასახლის სასწავლო-კვლევით კონფერენციაში გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებლები დააჯილდოვეს.  75-ე სასწავლო-კვლევით კონფერენციაში გარდაბნელმა მოსწავლეებმა და პედაგოგებმა I და II ადგილები დაიკავეს.

დაჯილდოების ცერემონია გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა და გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ეხელოვნების ცენტრმა დააჯილდოვა.

სიგელები მოსწავლეებსა და პედაგოგებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა გადასცეს და კონფერენციაში გამარჯვება მიულოცეს.