მეტალურგიის სორტული საამქროს თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

რუსთავის მეტალურგიის ადმინისტრაციასა და სორტული საამქროს გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. გაფიცულმა თანამშრომლებმა პროტესტი შეწყვიტეს და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.

როგორც მოლაპარაკებების შედეგად გახდა ცნობილი, პირველ ეტაპზე საამქროს თანამშრომლებს ხელფასი ასი ლარით გაეზრდებათ, მიმდინარე წელს. მომდევნო წლიდან, იანვრის თვეში კიდევ 100 ლარით მოიმატებს მათი შრომითი ანაზღაურება და ასევე 2023 წლის მარტში კიდევ 50 ლარით გაეზრდებათ ხელფასი. საერო ჯამში მათი ანაზღაურება 250 ლარით მოიმატებს.

მოლაპარაკების შედეგად შეთანხმებული პუნქტები ოფიციალურად ორშაბათს გაფორმდება.