დღეს მთელი საქართველო გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულებს გლოვობს. 29 ივლისს, გუდაურში, სამაშველო ოპერაციის დროს მომხდარ უბედურ შემთხვევას 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა,მათ შორის ერთი მაშველი სოფელ ტანძიიდან, გიორგი მარგიანი იყო.
ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ: მაშველები – კახა ტორჩინავა, გიორგი მარგიანი; მფრინავები – ანდრო ქუჯოშვილი, ლევან ჩოხელი, ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე; სასწრაფოს დახმარების ექიმები – ქეთი გულაგაშვილი, გიორგი ვენეცკი.
დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი.
TV 4 გარდაცლილების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.