ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან ერთად სახალხო დღესასწაულს „დმანისობა 2022“ დაესწრო.
ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა კულტურულ-სპორტული აქტივობებით.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, დმანისობის დღესასწაულზე, საპატიო მოქალაეებს ,,საპატიო დმანისელის” წოდება გადაეცათ.
დღის ბოლოს გაიმართა საზეიმო კონცერტი ოპერის მომღერალ იამზე ჯაყელისა და ჯგუფი „ბანის“ შესრულებით.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე, რეგიონის მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.