ერევნის მერი, ჰრაჩია სარქისიანი, აცხადებს, რომ დედაქალაქმა ადრე უნდა გაიღვიძოს და სამუშაო დღე ადრე დაიწყოს.
“ამიერიდან მუსიკას, რომელიც ჩვენ ერევნის მერიის საათიდან გვესმის, ერთდროულად დედაქალაქის 12-ვე ადმინისტრაციულ რაიონში დილის 7 საათზე გაიგონებენ. გარდა ამისა, ჩვენ თანაქალაქელებს შესაძლებლობა ექნებათ დღის განმავლობაში თვალი ადევნონ დროს და ჰაერის ტემპერატურას ახალ LED-ეკრანზე, რომელიც სპენდიაროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სახურავზე დაიდგმება”, – ამის შესახებ ჰრაჩია სარქისიანმა Facebook-ზე დაწერა.