გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული პირი თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, პაციენტს თავის ტვინის შერყევა და წვივის დიდი ნაფლეთოვანი ჭრილობა აღენიშნებოდა.
„შემოიყვანეს პოლიტრავმის რეჟიმში, ყველა კვლევა გაკეთდა, მათ შორის, კომპიუტერული. თავის ტვინის შერყევა და წვივის დიდი ნაფლეთოვანი ჭრილობა აღენიშნება. ყველაფერი დამუშავდა, გაიკერა. პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- აღნიშნავს სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე.