კიბერუსაფრთხოება არასრულწლოვანთათვის

რუსთავში, მშობლებისთვის პროექტი – “კიბერუსაფრთხოება არასრულწლოვანთათვის” განხორციელდა. პროექტის შექმნის მიზეზი იყო  კიბერ-უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მშობლების ცნობიერების ამაღლება, მიზანი კი მათი დახმარება, რათა იპოვონ ალტერნატიული და კრეატიული ხერხები საკუთარი შვილების ონლაინ მოქმედების კონტროლისთვის. პროექტი დაფინანსებული იყო ამერიკის დეპარტამენტის მიერ ასევე  ინიციატივის მხარდამჭერია რუსთავის მერია და სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი. დღევანდელი სპიკერი იყო ქეთევან ვაშაკიძე რომელმაც ისაუბრა სიძულვილის ენა და გამოხატვის თავისუფლება; მითი და რეალობის ტესტი კიბერბულინგზე.