სილეზიის მხარის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტის რეგიონში ვიზიტი

პოლონეთის რესპუბლიკის, სილეზიის მხარის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ტომაშ ზიავიონი ოფიციალური ვიზიტით ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი დოხტურიშვილს ეწვია.

სამუშაო შეხვედრა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ორ რეგიონს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები და გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს.

ქალაქ ჩერვიონკა ლეშჩინსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანიც ქალაქების დამეგობრება და სოციალურ-ეკონომიკურ, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებაა.

შეხვედრის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციამ მოინახულა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე Tbilisi Hills-ის გოლფის მოედანი.

დელეგაციის წევრები გაეცნენ ქვემო ქართლის რეგიონის ეკონომიკურ და ბიზნეს შესაძლებლობებს.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია სექტორული კავშირების გაფართოება, რაც ორ რეგიონს შორის არსებული ეკონომიკური, საგანმანათლებლო, ტურიზმისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს

ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებთან ერთად მოვინახულეთ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე ევროპის გოლფის მოედნების TOP ასეულში შეტანილი Tbilisi Hills-ის გოლფის მოედანი, რომელიც 560 მ2-მდე მიწის ნაკვეთზე, კავკასიის მთების ძირში, ძველი თბილისიდან 15 წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს.

ჩვენი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია ორ რეგიონს შორის სამომავლო თანამშრომლობასა და არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაზე ორივე მხრიდან მზად ყოფნის გამოთქმა”– გიორგი დოხტურიშვილი.

მოედანი მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა,  პოლონეთში სილეზიის მხარის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტის დელეგაციის წევრებმა მოინახულეს.