რუსთავში სტიქიის დროს დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. სამუშაოები ამ ეტაპზე სარაჯიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში დაიწყო და ეტაპობრივად ყველა კორპუსს შეეხება, რომელიც 26 ივნისს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა.
შეგახსენებთ, 26 ივნისს ძლიერმა ქარმა მე-7ა მიკრორაიონსა და სარაჯიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა და ასევე, მშენებელთა და რუსთაველის ქუჩებზე, ხეები დააზიანა.