ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე 7 პირი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ მცხეთის პოლიციის, რაიონულ განყოფილებაში, გუშინ გვიან ღამემდე 30-ზე მეტი მოწმის გამოკითხვა მიმდინარეობდა – მათი უმრავლესობა არასრულწლოვანია.
შემთხვევა ცხვარიჭამიაში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მირიან კუკავა მეგობრის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
როგორც შშს-ში აცხადებენ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.