გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ექვსი თვის განმავლობაში ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების 21 ფაქტი გამოვლინდა. სააგენტოს ცნობით, ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ჯამში 415 კანონდარღვევა გამოავლინეს, მათ შორის 22 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ყველაზე მეტი, 157 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში; სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 66 ფაქტი, კახეთში – 62, აჭარაში – 32, მცხეთა-მთიანეთში – 24, გურიაში – 19, შიდა ქართლში – 18, სამცხე-ჯავახეთში – 7, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთშიც – 7.
სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში წიაღის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი აღკვეთეს.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. იმ ფაქტების მასალები კი, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.