ბექა ღვინიაშვილმა ზაგრების გრან პრის ჩემპიონატი მოიგო

ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა ზაგრების გრან პრის ჩემპიონატი მოიგო. მან ბრაზილიელი მეტოქე რაფაელ მასედუ დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა.

ჩემპიონატი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარეობდა და საქართველოს ნაკრების ოთხმა წევრმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის რუსთაველი ძიუდოისტი  გიორგი სარდალაშვილი, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა