ევროპის ქვეყნებში ხანძრებს ებრძვიან

ევროპის ქვეყნებში ხანძრებს ებრძვიან-გამოცემა abcnews წერს, რომ მე-5 დღეა საფრანგეთში, ბორდოს რეგიონის ფიჭვნარში ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.  ძლიერი ქარი და ცხელი, მშრალი ამინდის გამო, ფრანგ მეხანძრეებს ხანძრის ჩაქრობა უჭირთ და ცეცხლის სულ უფრო დიდ ტერიტორიაზე ვრცელდება.  საბერძნეთმა დახმარებისთვის სახანძრო ტექნიკა გაგზავნა.

ფრანგმა მეხანძრეებმა შეძლეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ხანძრის ლოკალიზება ღამით, ატლანტის ოკეანის სანაპირო კურორტ არკაშონთან, რომელიც პოპულარულია ტურისტებში.

ხანძრის ქრობის დროს, პორტუგალიაში გუშინ სახანძრო თვითმფრინავის პილოტი დაიღუპა, როდესაც მისი თვითმფრინავი ჩრდილო-აღმოსავლეთში ოპერაციის დროს ჩამოვარდა. ეს იყო პირველი ტრაგიკული შემთხვევა პორტუგალიაში მიმდინარე წელს, რაც ხანძრის გამო მოხდა. გამოცემის ცნობით, ამ კვირაში 160-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძარს ებრძვიან ესპანეთშიც. ხანძარისშედეგად დაახლოებით 7,400 ჰექტარი (18,200 ჰექტარი) მიწა დაიწვა. სამხრეთ ანდალუსიაში 3000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა სოფლებიდან, რომლებიც საფრთხის წინაშე დგანან მალაგას პროვინციის სოფელ მიჯასთან გაჩენილი ხანძრის გამო. დაახლოებით 200 მეხანძრე 18 თვითმფრინავით ცდილობდა ხანძრის ლოკალიზებას.

ხორვატია და უნგრეთი ასევე ებრძოდნენ ტყის ხანძარს ამ კვირაში.