თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მე-20 საუკუნეში აგებული შენობა აღადგინეს

სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში კომპანიამ „სადგური“ მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული შენობა აღადგინა და ტურისტული ინფრასტრუქტურა მოაწყო, რაც კვების ობიექტს და სტუმრების მისაღებ რამდენი ნომერს მოიცავს

ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, 200,000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებამ 166,000 ლარი შეადგინა. კვების ობიექტში დასაქმებული 10 ადგილობრივს შორის უმრავლესობა ქალია

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ მენეჯერმა, ნოდარ კერესელიძემ ახალი ტურისტული ობიექტი დაათვალიერეს

სოფლის განვითარების პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს