პროექტის „500 ქალი ტექში“ პირველი ეტაპი დასრულდა

პროექტის „500 ქალი ტექში“ პირველი ეტაპი დასრულდა. ბენეფიციარებმა გადამზადების შემდეგ მონაწილეობა მიიღეს დასაქმების ფორუმში, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით ჩატარდა.

BTU-ს პროექტი საწყის ეტაპზე 500 ბენეფიციარს მოიაზრებდა, თუმცა პროექტის მიმდინარეობის პროცესში მათი რაოდენობა 700-მდე უკვე გაიზარდა.

ბენეფიციარების დიდი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ. მათ მონაწილეობა მიიღეს დასაქმების ფორუმში, რომელშიც 50-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იყო წარმოდგენილი სხვადასხვა ტექნოლოგიური ვაკანსიით. ტექნოლოგიური მიმართულების უპირატესობა ის გახლავთ, რომ ის დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას იძლევა და სწორედ ამიტომ ქალების რეგიონებიდან ტექნოლოგიური მიმართულებით გადამზადება მათი ეკონომიკური გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ჩვენი პროექტის დასახელება იყო „500 ქალი ტექში“, თუმცა დაინტერესების მასშტაბიდან გამომდინარე ჩვენ უკვე გვაქვს პროექტი „700 ქალი ტექში“ და რიცხვი მზარდია არსებული დაინტერესებიდან გამომდინარე. ეს გახლავთ ბენეფიციართა უპრეცედენტო რაოდენობა, რომლებიც დასაქმების ფორუმზე მაღალი დონის თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული გამოცდილებით არიან წარმოდგენილი. ისინი მზად არიან, ტექნოლოგიურ კომპანიებში წარმატებით დასაქმდნენ. ტექნოლოგიური ცოდნის პარალელურად აითვისეს უნარები, რომელიც მარტივად დასაქმებაში დაეხმარება. მათ იციან, როგორ აწარმოონ მოლაპარაკება დამსაქმებელთან და მეორე მხრივ, როგორ გახდნენ ფრილანსერი. ბენეფიციარების დიდი ნაწილი რეგიონიდანაა და ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ამ პროექტს არ აქვს ტერიტორიული შეზღუდვა და მასში მონაწილეობა ნებისმიერს შეუძლია. ეს კი საშუალებას გვაძლევს ქალები ეკონომიკურად არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც გავაძლიეროთ. ტექნოლოგიების ხიბლი ის არის, რომ მას ტერიტორიული შეზღუდვა არ აქვს. ამიტომ პროექტის მეორე ეტაპზეც ვიწვევთ ქალებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან,“ – განაცხადა ნინო ენუქიძემ.მაია მეზვრიშვილი პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარია რეგიონიდან, კონკრეტულად, გორიდან, რომელიც დასაქმების ფორუმში მონაწილეობდა.