რუსთაველმა ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა გრან-პრის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

რუსთაველი ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი ზაგრების გრან-პრის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
შეჯიბრი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარეობდა და საქართველოდან ოთხმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ  ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი  2021 წლის  მსოფლიოს ჩემპიონი და ასევე ევროპის ვიცე ჩემპიონია.