„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ რუსთავის კონფერენცია გამართა

“ქართულმა ოცნებამ” რუსთავში ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია გამართა.მმართველი გუნდის ქალმა ლიდერებმა ორგანიზაციის მიზნებზე ისაუბრეს და ქვემო ქართლის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი და შემადგენლობა წარადგინეს. გაკეთდა თემატური მოხსენებები.

კონფერენციაში ქალთა ორგანიზაციის პოლიტიკური მდივანი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი და გამგეობის წევრები მონაწილეობდნენ, მათ შორის რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე. ცნობისთვის, რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე არის ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრი და ქვემო ქართლის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი.

ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გუშინ, რეგიონებში გამართული შეხვედრების შემდეგ,  თბილისის კონფერენციით დასრულდა.