ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, დავით ტაბიძეს შეხვდა.
გიორგი დოხტურიშვილმა და დავით ტაბიძემ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, რეგიონის მერებთან ერთად განიხილეს.
შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ილია ჯალაღანია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი, ვახტანგ ბუცხრიკიძე და შვიდივე მუნიციპალიტეტის მერი: დავით კარგარეთლი, კობა მურადაშვილი, ილია საბაძე, კენან ომაროვი, დავით შერაზადიშვილი, გიორგი წიკლაური და ნინო ლაცაბიძე თავის მოადგილესთან, ბესიკ ტოგონიძესთან ერთად ესწრებოდა.