CENN-მა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტი დაიწყო

CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტი დაიწყო.  პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ფორმირების მიზნით ხორციელდება.

ორგანიზაციის ცნობით, პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე აღდგენისთვის“ 4 წლის განმავლობაში ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების 8 მუნიციპალიტეტში ოთხი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს:

  • სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება;
  • სოციალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესება;
  • მონაწილეობრივი დემოკრატიის პრაქტიკების დანერგვა;
  • ადამიანის უფლებების დაცვა;

პროექტის გახსნით ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

პრეზენტაციის ბოლოს მუნიციპალიტეტების მერებთან გაფორმდა  ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა CENN-თან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.