ივლისში, ანტარქტიდაზე ცა უჩვეულო, ვარდისფერი გახდა, ამის მიზეზი კი იანვარში, ტონგაზე წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევა გახდა, რომელიც ანტარქტიდიდან 7 ათას კილომეტრში მდებარეობს. ამის შესახებ The Guardian-იწერს
გამოცემის ინფორმაციით, ვარდისფერი ცის ფოტოები Instagram-ზე მეცნიერმა სტუარტშოუმ გამოაქვეყნა, რომელიც ანტარქტიდაზე ერთ-ერთ სამეცნიერო ბაზაზე მუშაობს. „გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ფოტოზე გერები არ დამიმუშავებია. ყველაფერი თითქმის ისეთივეა, როგორც დავინახეთ“, – დაწერა მან.
ეს უჩვეულო მოვლენა ახალი ზელანდიის წყლისა და ატმოსფერული კვლევის ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომლებმა განმარტეს. მათი თქმით, ას სტრატოსფეროში ვულკანური აეროზოლებისდიდი რაოდენობით აიხსნება.
„სტრატოსფერულ აეროზოლებს ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ დედამიწის ირგვლივ რამდენიმე თვის განმავლობაში შეუძლიათ მოგზაურობა. როდესაც მზე ჩადის ისინი სინათლეს ფანტავენ, რის გამოც ცაში იქმნება ნათება ვარდისფერი, ლურჯი და იასამნისფერი ელფერებით“, – აღნიშნულია ინსტიტუტის განცხადებაში.
იანვრის დასაწყისში ტონგაზე ჯერ ვულკანი ამოიფრქვა, შემდეგ კი, სანაპიროები ცუნამიმ გაანადგურა









