„დინამო თბილისის“ ახალგაზრდა შემტევმა ლუკა პარკაძემ მიუნხენის „ბაიერნთან“ გააფორმა კონტრაქტი.
გერმანული კლუბის ცნობით, 17 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონს საქართველოს უმაღლეს ლიგაში, „დინამოს“ რიგებში ჩაატარებს, 2023 წლის ზაფხულიდან კი „ბაიერნს“ შეუერთდება.