„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 აგვისტოს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში იმირი, შულავერი, ყულარი, იმირჯალა დამიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში სამგორი, ახალი სამგორი, ლემშვენიერა და მიმდებარესოფლებში;

14:10-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონისსოფლებში კიზილ-ქილისა, რეხა, ავრანლო და მიმდებარე სოფლებში;

15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისში და ბოლნისის რაიონისსოფლებშუი ნახიდური, ცურტავი, ხიდისყური და მიმდებარე სოფლებში;

15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებშიქესალო, ნაზარლო, ლელაშხა, აზიზბეკოვი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.