კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ დასაქმების პროგრამას განაგრძობს

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ რუსთავში, მცხეთასა და თბილისში დასაქმების პროგრამას განაგრძობს.

კომპანია ამ ეტაპზე აქვეყნებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: ტექნიკოს-ელექტრიკოსი, ელექტრიკოსი, მორიგე ელექტრიკოსი.

ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატებს სასურველია ჰქონდეთ პროფესიული განათლება ელექტროენერგეტიკაში, თუმცა კომპანიის ცნობით ეს აუცილებელი მოთხოვნა არ არის. სტაჟირების განმავლობაში, მომავალი თანამშრომლების გადამზადება მოხდება კომპანიის პროფესიონალი თანამშერომლების მიერ.

პროექტის სპეციფიურობიდან გამომდინარე, სასურველია კანდიდატები რუსთავში, მცხეთასა და თბილისში ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის არეალის მაცხოვრებლები იყვნენ.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან სტაჟირებას, მათ შორის ანაზღაურებადს 1 დან 2 თვემდე ვადით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მობილური ტელეფონის ნომრებზე: 577 35-18-19; 577 35-20-20; 577 35-00-50.

ასევე, კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმეები ელექტრონულ მისამართზე: vacancy@energo-pro.ge -ზე.