კუმისში ზურაბ ბეგიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში, აგვისტოს ომის გმირის – ზურაბ ბეგიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი, შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

გარდაბნის მერიის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით და ორგანიზებით ადგილობრივი ახალგაზრდები, მაყურებლის წინაშე აგვისტოს ომის მოვლენების ამსახველი სპექტაკლით წარსდგნენ.

შემოქმედებით საღამოს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით და გარდაბნის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი ორგანიზებით, სოფელ კუმისში, ცენტრალურ ქუჩას ზურაბ ბეგიაშვილის სახელი მიენიჭება.