პოლონეთში მიმდინარე 15 და 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს 3 ქართველი ძალოსანი იბრძოლებს ჩემპიონობისთვის , – ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
ევროპულ ფიცარნაგზე პირველი ნიკა ესართია (81 კგ.) გამოვა, ძალოსანი საქართველოს დროით 17:00 საათზე იასპარეზებს.
ამის შემდეგ კი, გივი დარსაველიძე და გიორგი აბულაძე (96 კგ.) გამოვლენ.
შეჯიბრი 19:00 საათზე დაიწყება.