ალექსანდრე წივწივაძე გერმანიაში გაემგზავრა

რუსთაველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე საქართველოს ნაკრების სპორტსმენებთან ერთად გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაემგზავრა. შეჯიბრი 18-22 აგვისტოს ჩატარდება. შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს ევროპისა და მსოფლიოს მრავალ გზის ჩემპიონები და მათ შორის იქნებიან ოლიმპიადის გამარჯვებულებიც. შეჯიბრის გამარჯვებული მიიღებს ევროპის ოლიმპიურ ლიცენზიას.