ალექსანდრე წივწივაძე ევროპის უმაღლესი კლასის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

რუსთაველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ევროპის უმაღლესი კლასის ჩემპიონატის ნახევარფინალში გადავიდა.

ჩემპიონატი გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარეობს და სპორტსმენი მასზე 10 წლით უფროს ნიჩბოსნებს ეჯიბრება, რომელთა შორის არიან მსოფლიოსა და ოლიმპიადის გამარჯვებულებიც.

ალექსანდრემ 500 მეტრიანი დისტანცია 1,54 წამში დაფარა და მეოთხე ადგილით გადავიდა ჩემპიონატის ნახევარფინალში.

შემდეგი ეტაპი ხვალ, 19 აგვისტოს გაიმართება.