ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 

საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს.

ნებისმიერი სიახლისა და ცვლილების შესახებ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო პერიოდულად გამოაქვეყნებს ინფორმაციას.

იქამდე კი შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი ოფიციალურად ივნისის ბოლოს სრულდება ხოლმე და ოფიციალურად ბაღები უქმე დღეებში დაისვენებენ. ესენია:
14 ოქტომბერი – სვეტიცხოვლობა
23 ნოემბერი – გიორგობა
7 იანვარი – შობა
19 იანვარი – ნათლისღება
3 მარტი – დედის დღე
8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე
9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა
მოგონების დღე.
9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ზამთრის არდადეგებთან დაკავშირებით კი თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.