პარაპლანით ფრენები შეჩერდა რუსთავშიც

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო პარაპლანით ფრენები და სასწავლო ტრენინგები გაურკვეველი ვადით აიკრძალა.

ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ფრენები შეჩერდა რუსთავში იაღლუჯის მთიდანაც.

პარაპლანისტები ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და სახელმწიფოს სპორტის განვითარებისკენ ასევე უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებენ.