რუსთაველმა ძიუდოისტმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

რუსთაველმა ძიუდოისტმა თორნიკე მოსიაშვილმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეჯიბრი სლოვაკეთის ქალაქ ბასკაში გაიმართა და 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში სპორტსმენი მესამე ადგილს დასჯერდა.

როგორც, თორნიკემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა შედეგით კმაყოფილია თუმცა ეცდება, რომ მომავალში უფრო დიდ წარმატებასაც მიაღწიოს.