„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე პურზე ზღვრული ფასების დაწესებას ითხოვს

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე პურის ფასზე რეფერენტული ფასების დაწესებას ითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მაღაზიებს სარეალიზაციო თანხის მაქსიმუმს განუსაზღვრავს და მაღაზიები ფასს თვითნებურად ვეღარ გაზრდიან.

მალხაზ დოლიძის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით, მსოფლიო ბაზარზე  ფქვილი გაიაფდა, ასევე შემცირდა საბაჟო გადასახადი და შესაძლებელია პურის ფასის გაიაფებაც, თუმცა ეს ამ ეტაპზე მაღაზიების გადასაწყვეტია.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანა წლის განმავლობაში 650 000 ტონა ხორბალს მოიხმარს, საიდანაც 150 000 საქართველოში წარმოებულია.

როგორც მალხაზ დოლიძე ამბობს, სხვა წლებისგან განსხვავებით, საქართველოში წელს დიდი მოსავალია.