შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა NAEC საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე ნაწილის (წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა, ანალიტიკური წერა) პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.
NAEC-ის ინფორმაციით, სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.
„იმ შემთხვევაში, თუ არ გახსოვთ კოდი, უნდა შეხვიდეთ თქვენს სარეგისტრაციო გვერდზე რეგისტრაციის დროს მიღებული ხუთნიშნა პაროლითა და თერთმეტნიშნა პირადი ნომრით და გახსნათ საგამოცდო ბარათი“, – განმარტავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
ტესტის 4 ნაწილიდან ნებისმიერ სამში კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა საკმარისია იმისთვის, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაითვალოს, თუმცა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას შეუძლია, თავად დაადგინოს ის 3 ნაწილი, რომლებშიც მოითხოვს ბარიერის დაძლევას და სხვ. დეტალები იხილეთ გზამკვლევის ცხრილებში.
სააპელაციო განაცხადების მიღება 23 აგვისტოს დაიწყება და 26 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. დეტალები გამოქვეყნდება ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე.