ნინო ლაცაბიძემ ქალაქში წყალმომარაგების პრობლემის გამო ბრიფინგი გამართა

დღეს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ  ქალაქში  წყალმომარაგებისგან შექმნილი პრობლემის გამო ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ კომპანია ,,რუსთავის წყლისგან”, რომელიც ბოლო პერიოდში, ქალაქის  სასმელი წყლით მომარაგების ვალდებულებას ვერ ასრულებს ითხოვს  გეგმის წარდგენას , თუ როგორ აპირებს არსებული სიტუაციის გამოსწორებას.

ასევე ნინო ლაცაბიძის თქმით ,  რუსთავის მერიამ მიმართა  “სემეკს” განცხადებით , სადაც ითხოვს მოკლე ვადებში დახმარებას.

როგორც რუსთავის მერი საუბრისას აცხადებს, ყველანაირად ეცდება რუსთაველ მოსახლეობას კომპანია ,,რუსთავის წყლისგან” დისკომფორტი არ ჰქონდეს, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში და იმედს გამოთქვამს, რომ ,,სემეკი” დროულად მოახდენს რეაგირებას.

tv4 დაუკავშირდა ასევე “სემეკს” და დავით ნარმანიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.